
14 წლის აითაჯ შახმაროვას დედამ 3-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა, ინფორმაციას ადვოკატი ადასტურებს. ეგანა მაგამაროვამ, სასჯელი სრულად მოიხადა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მას 3 წელი მიუსაჯა, რომლის ათვლაც დაკავების დღიდან - 2023 წლის ოქტომბრიდან დაიწყო.
სასტიკი მკვლელობის შემდეგ, სამართალდამცავებმა აითაჯის დედა და ბიძა დააკავეს. ასევე, ხელბორკილლები დაადეს ე.წ. ქმრის ნათესავებსაც. გამოძიება ოჯახს ედავებოდა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას. გამოძიებით დადგინდა, რომ ოჯახმა 14 წლის გოგონა ასაკით გაცილებით უფროს მამაკაცზე, აზერ მამედოვზე, ფაქტობრივად, იძულებით გაათხოვა.
სასამართლო პროცესებზე დედა ბრალს არ აღიარებდა. სასამართლომ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და მას 3-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ბიძას 3 წელი და 6 თვე.