
დააკავეს კაცი, რომელმაც მეზობელი ე.წ. აბრეზით დაჭრა - ბათუმში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები
ბათუმში გუშინ ღამით მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების ფაქტზე შსს-მ ერთი პირი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით ქვედა კიდურის არეში დაჭრა.
დაჭრილი, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.