
2026 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 1.6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, წლიურად აღნიშნული მაჩვენებელი 7%-ით არის გაზრდილი, კერძოდ, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა.
„2026 წლის 31 ოქტომბრის მონაცემებით, ძირითად საექსპორტო პროდუქტებს წარმოადგენს: ყურძნის ნატურალური ღვინოები (214.6 მლნ აშშ დოლარი), სპირტიანი სასმელები (211.2 მლნ აშშ დოლარი), უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (166.3 მლნ აშშ დოლარი), მინერალური და მტკნარი წყლები (154.7 მლნ აშშ დოლარი), კაკლოვანი ხილი (ძირითადად თხილი) (112.5 მლნ აშშ დოლარი), ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (53.2 მლნ აშშ დოლარი) და სხვა.
2026 წლის 31 ოქტომბრის მონაცემებით, აგროსასურსათო პროდუქციის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: რუსეთი (568.6 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (195.6 მლნ აშშ დოლარი), ევროკავშირი (178.9 მლნ აშშ დოლარი), სომხეთი (113.9 მლნ აშშ დოლარი), ყაზახეთი (91.6 მლნ აშშ დოლარი), უკრაინა (57.6 მლნ აშშ დოლარი), ერაყი (52.4 მლნ აშშ დოლარი) და უზბეკეთი (50.3 მლნ აშშ დოლარი)“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.