რეზონანსი
06.11.2026

4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ პაატა სილაგაძემ დაამტკიცა.

შეთანხმების თანახმად, სანდერს სასჯელის სახით ერთი წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ორწლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნანა სანდერს 24 ივნისს შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების მუხლებით ჰქონდა წარდგენილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×