რეზონანსი
05.11.2026

 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ცეცხლსასროლი იარაღით ორი ძმა მოკლეს, მესამე ძმამ კი გადარჩენა შეძლო.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. როგორც გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან" ადგილობრივებმა უთხრეს, ძმები რუსეთიდან სოფელში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ.

მათ თანასოფლელი ჩაუსაფრდა და ცეცხლი იმ დროს გაუხსნა, როდესაც ძმები ქორწილში მიდიოდნენ.

ორი ძმა ადგილზე დაიღუპა, მესამემ კი გაქცევა და მანქანისთვის თავის შეფარება მოახერხა.

სავარაუდო თავდამსხმელი ოთხი შვილის მამაა. გამოცემის ინფორმაციით, ის გაქცევას აპირებდა, თუმცა სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

დაპირისპირების მიზეზად წარსულში მომხდარი კონფლიქტი სახელდება. კერძოდ კი, წლების წინ ბრალდებულის ძმამ მოკლული ძმების დისშვილი გაიტაცა, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

გამოცემა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალურ ინფორმაციას ელოდება.

წყარო: მთავარი ამბები კახეთიდან

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×