რეზონანსი
04.11.2026

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროკავშირის გაფართოების ანგარიშსა და საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის რიტორიკა შედარებით შერბილებულია და იკვეთება მიდგომა, რომ ბრიუსელი არსებული პოლიტიკური მდგომარეობის შენარჩუნებას და მომავალი არჩევნების შედეგების დალოდებას აპირებს.

ანჯაფარიძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოს წინააღმდეგ მძიმე სადამსჯელო ღონისძიებები მოსალოდნელი არ არის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ წინასაარჩევნოდ ევროკავშირმა გარკვეული ზეწოლა განახორციელოს.

ანალიტიკოსის შეფასებითვე, “ევრობიუროკრატია” საკუთარი პოზიციების შენარჩუნებას ცდილობს და არ ცვლის იმ მოთხოვნებს, რომლებზეც საქართველოსგან მკაფიო უარი მიიღო, რაც უცხოელების მიერ მოსამართლეების დანიშვნის საკითხს ეხება. 

"არადა ფაქტები სხვა რამეს ღაღადებენ. ევროკავშირის გაფართოების ანგარიშიდან საქართველოს შესახებ და ევრობიუროკრატების განცხადებებიდან ჩვენს ქვეყანაზე, ორი ჩემის აზრით საგულისხმო მომენტი დავიჭირე. 

1. მათი ტონი შედარებით შერბილებულია და რჩება შთაბეჭდილება, რომ აპირებენ არსებული მდგომარეობა გაყინონ და მომავალ არჩევნებს დაელოდონ. მანამდე არ მგონია რამე მძიმე სადამსჯელო ღონიძიებები დაგვიწესონ. შეიძლება არჩევნების წინ გვიკბინონ...

2. ევრობიუროკრატია საკუთარი "მუნდირის ღირსებას" იცავს და არ ცვლის იმ მოთხოვნებს (მაგ. მოსამართლეების დანიშვნა უცხოელების მიერ) რაზედაც ჩვენგან მკაფიო უარი მიიღეს, სამართლიანად.

ვფიქრობ, რომ ეს გაჭიანურებული და მრავალტაიმიანი პოლიტიკური პინგ-პონგი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება...

სტრატეგიული გადაწყვეტილებებია მისაღები“ - წერს ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×