
გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი, „ევრონიუსის“ მიერ ბრიუსელში ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე პრემიერ-მინისტრის მონაწილეობას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ის აცხადებს, ირაკლი კობახიძის დონის ინტელექტუალი პოლიტიკოსი რომ ჰყავდეს ევროკავშირს, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ასეთი უკუსვლა არ ექნებოდა, რასაც ეკონომიკური მონაცემები მოწმობს.
"ირაკლი კობახიძის დონის ინტელექტუალი პოლიტიკოსი რომ ჰყავდეს ევროკავშირს, ასეთი უკუსვლა და ჩამორჩენა არ ექნებოდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ნახეთ ოცი წლის წინანდელი ეკონომიკური მონაცემები აშშ, ევროკავშირი, ჩინეთი. ოცი წლის წინ, ევროკავშირი ამ სამეულში უპირობო ლიდერი იყო, დღეს აუტსაიდერია და ჩამორჩენა იზრდება. სავარაუდოდ მომავალში ინდოეთიც გადაუსწრებს. დანარჩენი არის უსაგნო ლაყბობა,” - წერს ლევან ჭოტორლიშვილი.