რეზონანსი
04.11.2026

წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებების მონაცემებით, დემოკრატებმა უმრავლესობა მოიპოვეს როგორც სენატში, ისე წარმომადგენელთა პალატაში - შესაბამისად, "რესპუბლიკურმა" პარტიამ კონგრესზე კონტროლი სრულად დაკარგა.

"დემოკრატმა" კანდიდატებმა რესპუბლიკელები ისეთ შტატებშიც დაამარცხეს, რომლებიც წლების განმავლობაში "რესპუბლიკური" პარტიის დასაყრდენად ითვლებოდა - მათ შორის ტეხასში, კანზასში, აიოვასა და ოჰაიოში. კონგრესის გარდა, დემოკრატებმა ტეხასის, ოჰაიოსა და აიოვას გუბერნატორების არჩევნებიც მოიგეს.

გამოკითხვების მიხედვით, ამომრჩეველთა უკმაყოფილება ფასების ზრდამ, სატარიფო პოლიტიკამ და ირანთან მიმდინარე სამხედრო კონფლიქტმა გამოიწვია.

დემოკრატიულ პარტიას 100-ადგილიან სენატში 53 მანდატი უკვე აქვს, ხოლო წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატები სულ მცირე 218 ადგილს მოიპოვებენ, რესპუბლიკელები კი - სულ მცირე 160 ადგილს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კენჭისყრის შედეგები უკვე აღიარა და ოპოზიციასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. კონგრესში უმრავლესობის დაბრუნებით, ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო ორი წლის განმავლობაში, "დემოკრატებს" შესაძლებლობა ექნებათ დაბლოკონ თეთრი სახლის კანონპროექტები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობაზე საგამოძიებო კონტროლი დააწესონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×