რეზონანსი
04.11.2026

ზელენსკის უამრავი  ბრწყინვალე ფოტო  აქვს ალბათ  ფონ დერ ლაიენთან,  მარტა კოსთან და კაია კალასთან, მაგრამ  სისხლში და ფერფლშია გახვეული უკრაინა,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი გაბუნია ბრიუსელში, პრემიერ ირაკლი კობახიძის მიმართ “ევრონიუსის” ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას იმის თაობაზე, პრემიერმა იცის თუ არა, რომ ევროპაში არიან სახელმწიფო ლიდერები, რომლებსაც მასთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა სურს და არა კარგი ფოტოები.

"როდიდან გახდა ფოტოების გადაღება ევროინტეგრაციის ახალი კრიტერიუმი არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ევროკავშირთან გვსურს კარგი ურთიერთობა და არა კარგი ფოტოები.. 

ზელენსკის უამრავი  ბრწყინვალე ფოტო  აქვს ალბათ  ფონ დერ ლაიენთან,  მარტა კოსთან და კაია კალასთან, მაგრამ  სისხლში და ფერფლშია გახვეული უკრაინა..”- წერს გიორგი გაბუნია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×