რეზონანსი
03.11.2026

4 ნოემბერს ბრიუსელში აშშ-ის, ევროპის, ნატო-სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები გაიმართება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ხვალ ჩვენი გუნდები ბრიუსელში „ამერიკა-ევროპა-ნატო-უკრაინის" ფორმატში შეხვედრებს გამართავენ. აღდგენის პაკეტებისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხები განიხილება. მუშაობა გუნდურ დონეზე მოხდება", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიას უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ევროპის, კერძოდ გერმანიის როლი, კვლავ გადამწყვეტი რჩება", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×