რეზონანსი
03.11.2026

სოციალურ ქსელებსა და მედიაში ვრცელდება ფოტომასალა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გადავსებული ურნების, რაც გამოწვეული იყო „თბილსერვის ჯგუფის“ ნარჩენმზიდი ავტომანქანების გადაადგილების გრაფიკის შეცვლით. ეს იყო ერთდღიანი სატესტო რეჟიმი, რაც უკავშირდებოდა დედაქალაქის მერიის ცხელი ხაზის საშუალებით შემოსულ უამრავ ზარს, სადაც მოქალაქეები გამოხატავდნენ წუხილს, პიკის საათებში  ნარჩენმზიდი ავტომანქანების გადაადგილების გამო. 

სწორედ მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, საცობების თავიდან აცილების მიზნით, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში  ნარჩენების დაცლა ხდებოდა საცდელი განრიგით. 

აღნიშნული ცვლილების შედეგად, შეფასდა გრაფიკის გადანაცვლების რეალური ეფექტიანობა და „თბილსერვის ჯგუფი“ ისევ ძველი გრაფიკით გააგრძელებს ნარჩენების დაცლის პროცესს. 

ტესტირებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სამწუხაროდ, თბილისის მოსახლეობა ნარჩენებს ყრის არა საღამოს საათებში, არამედ დილით, რაც იწვევს ურნების გადავსებას დღის პირველ ნახევარში. 

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მასშტაბით, ნარჩენების ურნების დაცლა ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში, დღეში სამჯერ, შესაბამისი რაიონებისა და უბნების მიხედვით. გარდა ამისა, პროცესი მუდმივად კონტროლდება სპეციალური შემოვლითი მარშრუტებით.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, საყოფაცხოვრებო ნარჩენები გაიტანონ საღამოს საათებში, რაც თავიდან აგვაცილებს ურნების გადავსებას დღის პირველ ნახევარში და ნარჩენმზიდი ავტომანქანების გადაადგილებას პიკის საათებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×