რეზონანსი
03.11.2026

პეტროპავლივსკა-ბორშჩაგივკაში განვითარებული მოვლენები სახელმწიფოსთვის მიუღებელია და ძირს უთხრის უკრაინელთა ერთიანობას, განსაკუთრებით რუსული საფრთხის ფონზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა.

უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, სამართალდამცავი და უფლებამოსილი ორგანოები მომხდარის სრული სურათის აღსადგენად ყველა დეტალს არკვევენ.

ბუდანოვმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების სექტორთან ერთად პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად მუშაობენ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა უკრაინელებს მოუწოდებს, ნებისმიერი გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესების მიხედვით მიიღონ.

ცნობისთვის, კიევთან, პეტროპავლივსკა-ბორშჩაგივკაში მდებარე ერთ-ერთ კერძო სახლთან დაპირისპირება იყო, ადგილზე შეკრებილები აცხადებდნენ, რომ სახლში ადამიანებს უკანონოდ აკავებდნენ და სცემდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×