რეზონანსი
02.11.2026

ესპანეთში, ქალაქ სანტა-სუსანაში, IFBB Semi Pro მსოფლიო ჩემპიონატზე ბათუმელმა ბოდიბილდერმა გენი დავითაძე 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს ბო­დი­ბილ­დინ­გში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი ჰყავს.

გენო და­ვი­თა­ძე არის ბო­დი­ბილ­დე­რი და ფიტ­ნე­სის სპორ­ტსმე­ნი (Classic Physique, Bodybuilding), რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად ას­პა­რე­ზობს რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რებ­ზე. იგი ბათუმში ფიტნესკლუბ GOAL FITNESS-ში პერსონალურ მწვრთნელად მუშაობს.

გენო დავითაძე 2026 წლის სექტემბერში საქართველოს ჩემპიონიც გახდა, 2025 წელს კი საერთაშორისო ტურნირზე NPC Pro Qualifier ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე ჯამში ორი მედალი მოიპოვა. კიდევ ერთმა ქართველმა სპორტსმენმა, გაგა გოგიაშვილმა, იუნიორ მამაკაცთა ბოდიბილდინგში ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×