რეზონანსი
02.11.2026

მაგ სისულელეს მხოლოდ სულელები დაიჯერებენ და ისეთი ვირთხები, როგორიც მდინარაძე იყო, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ კითხვას, „სჯერა თუ არა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჯარს ძარცვავდა“.

როგორც ის აღნიშნავს, ეს "გაუგებრობა მალე გაირკვევა“.

"მე ბედნიერი ვარ, რომ ერისკაცი, ირაკლი ღარიბაშვილი ვნახე, ჯანმრთელია და ძლიერია. მაგ სისულელეს [ჯარის ძარცვას] მხოლოდ სულელები დაიჯერებენ და ისეთი ვირთხები, როგორიც მდინარაძე იყო. ხომ იცით, არის ასეთი ნათქვამი, მკვდარზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. მდინარაძე მკვდარზე უარესია, ვირთხაა, რომელმაც თავის გუნდის წევრებს ასეთი რამეები შეუთხზა", - განაცხადა კურტანიძემ.

კითხვაზე, მამუკა მდინარაძე ივანიშვილის გარეშე გააკეთებდა თუ არა რამეს, ან არის თუ არა ის შეცდომაში შეყვანილი, კურტანიძემ ასე უპასუხა:

"მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ერისკაცი [ბიძინა ივანიშვილი] შეცდომაშია შეყვანილი. ერისკაცები ბევრნი არიან, ერისკაცები ყველა სფეროში არიან თავიანთი საქმიანობით. მე არ მაქვს უფლება, ერისკაცს ჩემი რჩევა [მივცე]თვითონ გაერკვევა, როცა სიმართლეს გაიგებს, ყველაფერს პასუხი გაეცემა.

ირაკლი ღარიბაშვილის ერისკაცობა რომ დამტკიცდება, ყველაფერი...

ღარიბაშვილს ყველა უჭერს მხარს, გაურკვევლობაა და როცა ეს გაურკვევლობა გაირკვევა, ყველა იქ იდგება, სადაც საჭიროა", - განაცხადა კურტანიძემ.

კითხვაზე, დააკავებენ თუ არა, მამუკა მდინარაძეს, კურტანიძემ ასე უპასუხა:

"არ მაინტერესებს მკვდარი მდინარაძე",- განაცხადა კურტანიძემ.

ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესს ესწრებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×