რეზონანსი
02.11.2026

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. გათავისუფლების შესახებ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანება დღეს გამოქვეყნდა.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გეკა გელაძე სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა.

უწყების ცნობით, სამეთვალყურეო საბჭო, კორპორაციის წესდების თანახმად, სამი წევრისგან შედგება. ის ახორციელებს კონტროლს კორპორაციის საქმიანობაზე და მონაწილეობას იღებს მნიშვნელოვანი საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის პროცესში.

„გეკა გელაძეს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში მას ეკავა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობები. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დანიშვნამდე იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა“, — აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×