რეზონანსი
02.11.2026

მნიშვნელობა არ აქვს, 4 ოქტომბრის მოვლენების მონაწილეები საკუთარ ქმედებას გულწრფელად ინანიებენ, თუ ასეთ ნაბიჯებს პოლიტიკური სტრატეგიისთვის იყენებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია, საზოგადოებამ დაინახა, რა მოხდა საქართველოში.

„4 ოქტომბრის მოვლენების მონაწილეებმაც აღიარეს, რომ ეს ის ქმედებები იყო, რასაც რამდენიმე თვის განმავლობაში, 4 ოქტომბრამდე

აანონსებდნენ. ეს იყო ძალადობრივი მეთოდებით სახელმწიფო ხელისუფლების შეცვლის და დამხობის მცდელობა, მკაფიოდ სხვადასხვა ფორმებში გამოხატული, იქნებოდა ეს სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი, პოლიციელებზე შტურმი, თუ სხვადასხვა ტიპის ძალადობრივი ქმედებები. აქ მთავარი სწორედ ეს არის. სამართლებრივი შეფასებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა მოტივაციათ აღიარეს დანაშაული. მთავარია, დანაშაული მოხდა და საზოგადოებამ დანაშაულები დაინახა. მთავარია, სახელმწიფო საუკეთესო ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×