რეზონანსი
02.11.2026

რუსთავში, შარტავას გამზირზე N15 კორპუსის სახურავზე თვითნებურად აშენებული ფიცრული ქოხი დაიწვა . საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" ადგილზე გაეცნო სიტუაციას და გაესაუბრა შენობა-ნაგებობის მეპატრონეს.

დაზრალებული საუბრისას აცხადებს, რომ ცეცხლი თავდაპირველად ელექტრო სადენს გაუჩნდა, შემდეგ კი გაზის ბალონი აფეთქდა.

"ცეცხლი რისგან გაჩნდა ვერ გავიგე, მე ვფიქრობ შტეფცელს გაუჩნდა და სითბომ გახეთქა გაზის ბალონი.  მეცხრე სართულზე ვცხოვრობ. სახურავზე მოწყობილი მქონდა პატარა სამუშაო სივრცე. დღეს უნდა დამემთავრებინა და ახლა იმასღა ვფიქრობ დღეს და ხვალ რა გავაკეთო. აქ უნდა მოვასუფთავო ყველაფერი. სახანძრო დროულად მოვიდა და არავინ არ დაშავებულა",- აცხადებს დაზარალებული, შოთა სოლომნიშვილი "ინფო რუსთავთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×