რეზონანსი
01.11.2026

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მოკრივე საბა მარკელიასა და ნიკოლოზ პაპავას შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მათ ტაილანდურ კრივში ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული შედეგი მიულოცა და მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა.

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ტაილანდურ კრივში ქართველმა სპორტსმენმა საბა მარკელიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა, რაც ისტორიული შედეგია. საქართველოსთვის 18-წლამდელთა შორის 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეს პირველი მოპოვებული მედალია.

მოკრივე ნიკოლოზ პაპავამ კი, გასულ წელს ტაილანდურ კრივში ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა. მის მიერ მოპოვებული მედალი ასევე ისტორიული შედეგია. ქართველმა მოკრივემ ეს მედალი სენიორებს შორის 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაიმსახურა.

სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ტაილანდური კრივის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი დავით ქირია და ნაკრების მწვრთნელები.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×