რეზონანსი
31.10.2026

აშშ-ის პრზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „სიენენის“ ხელმძღვანელად ილონ მასკის დანიშნვას მიესალმებოდა. ამის შესახებ ტრამპმა ბლოგერ ბენი ჯონსონის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვა კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა „სიენენის“ წილის მფლობელ კორპორაცია „სქაი დენსში“ მილიარდი დოლარი ჩადო.

ტრამპის თქმით, მასკი „სიენეის“ ბევრად უფრო კარგი ხელმძღვანელი იქნებოდა, ვიდრე მისი ამჟამინდელი მმართველია.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მასკი კარგი ადამიანია და კარგ საქმეს აკეთებს.

„მე ის ნამდვილად უფრო მომწონს, ვიდრე ამჟამინდელი ხელმძღვანელი. მათ ჩაატარეს გამოკითხვა, რომ მე აბრაამ ლინკოლნზე ბევრად უკეთესი ვარ, ამიტომ, ალბათ, არ შემიძლია მათზე გავბრაზდე. თუმცა, მასკი კარგი ადამიანია, კარგ საქმეს აკეთებს“, - განაცხადა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×