რეზონანსი
31.10.2026

პოლონეთში, საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი მედიასთან აფასებს.

„ძალიან სამწუხარო მოვლენები ვითარდება. საუბარია, რომ პოლონეთის ხელისუფლება ცდილობს, მთლიანად მიიტაცოს საკონსტიტუციო სასამართლო, რაც შემაშფოთებელია. სამწუხაროა, თუ ეს ასე მოხდება, რადგან ჩვენ ამის მაგალითი ევროკავშირის მოქმედ ქვეყანაში უკვე ვიხილეთ. მაგალითად რუმინეთში, როდესაც ბრიუსელს არ აწყობდა საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელმაც გაიმარჯვა პირველ ტურში და პირდაპირ დავალება მისცა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ეს კანდიდატი აეკრძალათ. ეს იყო სასამართლო ხელისუფლებაში უპრეცედენტო ჩარევა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, პოლონეთში საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 30 ოქტომბერს გვიან ღამით სასამართლოს საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მოსამართლემ ანა კორვინ-პიოტროვსკამ ერთი თვით უფლებამოსილება შეუჩერა სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს ბოგდან სვეჩკოვსკის და მის მოადგილეს ბართლომე სოხანსკის. ამ გადაწყვეტილებამ ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია. ადამიანებმა სასამართლოს შენობასთან აქცია გამართეს, რომელიც დაკავებებით დასრულდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×