რეზონანსი
31.10.2026

მინიმუმ 2016 წლიდან მოყოლებული რაც ამ ცოლ-ქმარს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპოზიციის ლეღვის ფოთოლს ამოფარებულებს უკეთებიათ-უკლებლივ ყველაფერი უნდა გამოვიდეს მზის სინათლეზე,- წერს “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე თამარ ჩერგოლეიშვილის და გიგა ბოკერიას შესახებ. 

კონკრეტულად, ის თამარ ჩერგოლეიშვილის სტატუსს ეხმიანება, სადაც ის მიხეილ სააკაშვილს “პოლიტიკურ ტრიპერს” უწოდებს. 

“ნებისმიერი მთავრობა, რომელიც ივანაშვილის რეჟიმის შეცვლის შემდეგ მოვა და არ გამოიძიებს ცოლ-ქმარ ჩერგოლეიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმთან მრავალწლიანი გარიგების საქმეს-ვერასოდეს მოიპოვებს პირადად ჩემს ნდობას-ვინც არ უნდა იყოს! მინიმუმ 2016 წლიდან მოყოლებული რაც ამ ცოლ-ქმარს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპოზიციის ლეღვის ფოთოლს ამოფარებულებს უკეთებიათ-უკლებლივ ყველაფერი უნდა გამოვიდეს მზის სინათლეზე! აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თამარა ჩერგოლეიშვილი ბაჩანა ახალაიას ციხეში შებრუნების საქმის ერთადერთი “მოწმე” იყო! რეჟიმის ნასედკები როდიდან ითვლებიან ოპოზიციად, როდიდან?!”- წერს ორჯონიკიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×