რეზონანსი
30.10.2026

ევროკავშირი პირველი ნოემბრიდან მის ბაზარზე შემოსულ ყველა ამანათზე ორევროიან საბაჟო მომსახურების მოსაკრებელს დააწესებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

მანამდე, ივლისში, ძალაში შევიდა სამევროიანი საბაჟო გადასახადი, რომელიც 150 ევროზე ნაკლები ღირებულების მცირე ამანათებს ეხება. ეს დროებითი ზომაა და 2028 წლამდე იმოქმედებს, ვიდრე საბაჟო კონტროლის ახალი საინფორმაციო სისტემა ამოქმედდება.

„ევრონიუსის“ ცნობით, ახალი ზომების მიღება ჩინური ონლაინპლატფორმებიდან, მათ შორის Temu-დან, Shein-იდან და AliExpress-იდან, იაფი პროდუქციის იმპორტის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა.

ახალი, ორევროიანი მოსაკრებელი ყველა ამანათზე გავრცელდება, მათი ღირებულების მიუხედავად. თანხა საბაჟო კონტროლთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას მოხმარდება და უკვე მოქმედ სამევროიან გადასახადს დაემატება.

მოსაკრებელს ონლაინპლატფორმები, გამყიდველები ან გადამზიდავი კომპანიები გადაიხდიან. თანხას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა შეაგროვებს. მიღებული შემოსავლის 75% ევროკავშირის ბიუჯეტში გადაირიცხება, დარჩენილი 25% კი წევრ ქვეყნებს დარჩებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×