რეზონანსი
29.10.2026

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ სარჩელში მოყვანილი ფაქტების 90 პროცენტი ტყუილია და ის მხოლოდ პროპაგანდისტულ მესიჯებს ემსახურება - ამ შეფასების ავტორი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკურია. პოლიტიკოსმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები შეაფასა.

ბუჩუკურის განცხადებით, გაურკვეველია, საერთოდ რას ედავებიან მათ პარტიას.

"იძულებული გავხდით, რომ ბოლოს, მართლა Ctrl F-ით ანუ Find-ის ფუნქციით, სადაც კი სიტყვა გახარია არის გამოყენებული ესე ამოგვეწერა და ამ პროპაგანდისტულ მესიჯებზე პასუხი მოგვემზადებინა, იმიტომ, რომ ძირითადი, 95% უბრალოდ ტყუილია მოყვანილი"- აცხადებს ის. 

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებული სასამართლო სხდომა ხვალ 11:00 საათზე კვლავ ახსნა-განმარტების ეტაპით განახლდება.

პროცესზე, 30 ოქტომბერს, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლს, გიორგი სიორიძეს მოუსმენენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია ამბობს, ხვალ სხდომაზე გათვალისწინებულია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლების ახსნა- განმარტებების მოსმენაც.

ცნობილია, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში მხარეები შეისვენებენ და პროცესი ახალ ეტაპით, რომელიც კითხვა-პასუხს მოიცავს, 9 ნოემბრიდან განახლდება.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. 

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×