რეზონანსი
29.10.2026

 ვფიქრობ, ეს არჩევნები ბრაზილიელი ხალხისთვის ძალიან დიდი სირცხვილი იყო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, არჩევნებს თვალს ადევნებდა, თუმცა არცერთი მხარე არ დაუჭერია.

„არ ჩავერიე. მოქმედმა პრეზიდენტმა მთხოვა, რომელიმე მხარე არ დამეჭირა. მეც არ დამიჭერია, მაგრამ როცა ვუყურებ, რა მოხდა ბრაზილიაში... ბაზარს თუ შევხედავთ, ბაზარი ხომ სრულიად ჩამოიშალა. ვფიქრობ, ეს ბრაზილიისთვის ძალიან სამარცხვინო ვითარება იყო", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარცხენე პრეზიდენტმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ კონსერვატორი კონკურენტი ფლავიო ბოლსონარუ დაამარცხა. ოფიციალური შედეგების მიხედვით, ლულამ ხმების 52% მიიღო, ბოლსონარუმ კი - 48%. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნები, სავარაუდოდ, გაყალბებული იყო.

ამასთან, „სიენენმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ მემარჯვენე კანდიდატი ფლავიო ბოლსონარუ აშშ-ში გაემგზავრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×