რეზონანსი
29.10.2026

"სიცრუე, უტიფრობა და საზოგადოების გამიზნულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელმაც დღეს სხდომაზე თქვა, რომ ემიჯნება წინა ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, გვარამიას მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი საქველმოქმედო პროექტებს ბიუჯეტის ფულით ახორციელებდა.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ რეალურად ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტში თანხები თავად შეჰქონდა, აფინანსებდა პოლიციის, ჯარის და განათლების რეფორმას, რაც საზოგადოებისთვისაც კარგად არის ცნობილი.

მათივე თქმით, ივანიშვილი ქველმოქმედებაში ხარჯავდა ფულს, რომელიც საქართველოში არ დაუგროვებია და რასაც სახელმწიფო საკუთარი სახსრებით ვერ ფარავდა, იმას საკუთარი ჯიბიდან აფინანსებდა.

"ნიკა გვარამიას რომ ყველაფრის კადრება შეუძლია, მათ შორის სასამართლოს სხდომათა დარბაზშიც დადასტურდა.

მაშინ, როდესაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს 3.5 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული ჩვენს ქვეყანაში ქველმოქმედების სახით და არაერთ კულტურულ, არქიტექტურულ ქველმოქმედებას ეწეოდა და ყველაზე დიდ ქველმოქმედებას, რასაც 2012 წლის 1 ოქტომბერი ჰქვია - ამ ყველაფერს ის საერთოდ უგულებელყოფს და ამბობს, რომ რაღაც გადასახადებს არ იხდიდაო.

მაშინ, როდესაც "ნაცმოძრაობა" რითაც კი ამაყობს, იქნება ეს პატრული, ჯარის დაფინანსების ზრდა თუ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდა, 2007 წლამდე ამ ყველაფერს აკეთებდა ბიძინა ივანიშვილი, იმ უბედურების შემდეგ კი, რასაც "ნაცმოძრაობას" ჩადიოდა, მან ეს ყველაფერი შეწყვიტა.

რა გადასახადების დამალვაზეა საერთოდ საუბარი.

3.5 დოლარს როდესაც ადამიანი ხარჯავს ქველმოქმედების სახით, ამაზე პასუხად იღებს, რომ გადასახადებს მალავდიო,"- აცხადებს არჩილ გორდულაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×