რეზონანსი
28.10.2026

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, ის პარტიის კოალიცია „ცვლილებისთვის“ მიერ გაჟღერებულ ტყუილებსა და მანიპულაციებს პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცებები 2024 წლის არჩევნებსა და პროკურატურის გამოძიებასთან დაკავშირებით სრულ სიცრუეს წარმოადგენს.

მისი თქმით, ეუთო/ოდირს არ უთქვამს, რომ არჩევნები მოქალაქეთა ნებას არ ასახავდა - პირიქით, დაასკვნეს, რომ პროცესი კარგად იყო ორგანიზებული, რაც შეეხება გამოძიებას, 800-მდე საგამოძიებო მოქმედებითა და 400-მდე პირის გამოკითხვით განმეორებითი ხმის მიცემა გამოირიცხა, ხოლო ოპოზიციამ გაყალბების მტკიცებულებები ვერ წარადგინა.

„მოპასუხის წარმომადგენელმა ეუთო/ოდირის დასკვნის საფუძველზე განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არ ასახავდა საქართველოს მოქალაქეთა ნებას. სინამდვილეში: ეუთო/ოდირს არ უთქვამს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები საქართველოს მოქალაქეთა ნებას არ ასახავდა“,-აღნიშნა გორდულაძემ. 

გორდულაძის თქმით, ეუთო/ოდირმა სრულად შეაფასა საქართველოში ჩატარებული არჩევნები და დაასკვნა, რომ არჩევნები კარგად ორგანიზებული იყო. მისივე განცხადებით,  „ყველას ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი არჩევანი დაეფიქსირებინა და მისიის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე გამოხატა მზაობა არჩეულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის“.

გორდულაძე მოპაუსის განცხადებაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ, ჩატარებული გამოძიების შედეგები არაფერს ადასტურებს, ამბობს, რომ „მოწმეებმა არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები პროკურატურას ვერ წარუდგინეს.”

„პროკურატურის ინფორმაციით - ჩატარებული იქნა 800-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება; გამოკითხული იყო 400-მდე პირი; ჩატარებული ექსპერიმენტებით გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ იმავე ან სხვადასხვა საარჩევნო უბანზე განმეორებითი ხმის მიცემის შესაძლებლობა; მოწმეებმა არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები პროკურატურას ვერ წარუდგინეს.” - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×