რეზონანსი
27.10.2026

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციაზე ბრალი არ ჰქონიათ, სიმართლეს არ შეესაბამება.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი 9 მილიონ ლარზე მეტის მითვისებისა და გაფლანგვისთვის, რაც ელიტური კორუფციის დამადასტურებელი ფაქტია. გარდა ამისა, ის მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, ასევე სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმეებზე, რა ფაქტებზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც დაადგინა, რომ მართლმსაჯულება კონვენციის შესაბამისად განხორციელდა.

“ტყუილია, რომ ნაცმოძრაობის დროინდელ არცერთ თანამდებობის პირს კორუფციაზე ბრალი წარდგენილი არ ჰქონია.

სინამდვილეში: მიხეილ სააკაშვილი სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი, 9 მილიონ ლარზე მეტის მითვისებისა და გაფლანგვისთვის. სწორედ ეს არის ელიტური კორუფციის დამადასტურებელი ფაქტი.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი, სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ასევე, სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმეზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე და სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულება კონვენციის შესაბამისად განხორციელდა.”- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×