რეზონანსი
27.10.2026

ჩვენგან მოითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და ახლა მათგან სულ უფრო ხშირად გაისმის მზაობა ნდობის აღდგენაზე, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ფინეთის პრეზიდენტის ალექსანდრ სტუბის განცხადების შეფასებისას, რომელმაც ბრუგეში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ევროპასა და რუსეთს შორის ნდობის აღდგენის ახალი მექანიზმის შემუშავებაა საჭირო.

მათიკაშვილის თქმით, საქართველოს მაგალითზე ევრობიუროკრატების მხრიდან ადგილი აქვს ორმაგ სტანდარტს.

„საქართველოს ხელისუფლების მშვიდობიანი პოლიტიკა ევრობიუროკარტიის და ცალკეული ქვეყნის მხრიდან კრიტიკის ქარცეხლის საგანი გახდა. ჩვენგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვდნენ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საომარ მოქმედებებს გამოიწვევდა. ახლა კი ცალკეული ქვეყნებიდან სულ უფრო ხმამაღლა გაისმის იმისთვის მზაობა, რომ აღდგეს ნდობა ქვეყნებს შორის და დამყარდეს მშვიდობა გრძელვადიან პერსპექტივაში. ორმაგ სტანდარტს აქვს ადგილი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×