რეზონანსი
26.10.2026

გურამ დადიანიძის დედის, სოფო ბიბილაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკარგული ბიჭის მამაც გამოჩნდა. ჟურნალისტმა თაია გამთენაძემ მას რამდენიმე კითხვა დაუსვა. რეზო დადიანიძემ პირველი კომენტარი გააკეთა:

„მე არსად დავმალულვარ და არც ვიმალები. დასამალი არავისთან არაფერი მაქვს... აქციაზე მოვედი, მაინტერესებს, სად არის ჩემი შვილი - ცოცხალია, მკვდარია, რა ვითარებაში დაიკარგა. გავიგოთ ხალხმა, რა მოდა სინამდვილეში. გამოძიება ახლიდან ჩატარდეს.

გეტყვით, გადაცემაში რატომ არ მოვედი - სოფოს რომ ინტერვიუ ჩამოართვით და მეჯვრისხევში ეახლეთ, რატომ მაშინ არ იფიქრეთ, რომ მაგას მამაც ჰყავს მგონი და მამიდაც, იქ იზრდებოდა ეგ ბავშვი. მობრძანებულიყავით, დაგესვათ კითხვები და პასუხს გაგცემდით. 

მობილური ჩემს ძმას, კახას ჰქონდა. მას ჰქონდა აქამდე. დედაჩემს მიუცია. 

დავიღალე, ხალხს ჰქონია, რომ მამა უვარგისი ჰყავს, უკანასკნელი კაცია... მე ის ადამიანი არ ვარ, როგორსაც ლაივებში აჟღერებენ. 12 წელში რაც შეგვეძლო, ის გავაკეთეთ“, - ამბობს გურამ დადიანიძის მამა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×