რეზონანსი
25.10.2026

გიორგი ფეიქრიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ციხეში არ უცემიათ. ამის შესახებ ინტერესების დამცველმა გიორგი ფეიქრიშვილის მონახულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ვნახე, შემხვდა იქ, დავილაპარაკეთ, გავისაუბრეთ. სანამ მე შევხვდი გოგა ფეიქრიშვილს, მანამდე შეხვდა ომბუდსმენის წარმომადგენელი. არანაირი ძალადობის კვალი არ აღენიშნება, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მარჯვენა ხელის მტევანი აქვს გადაჭრილი ერთი კვირის უკან, - ამბობს ადვოკატი.

თავად ფეიქრიშვილის დედა კი ამბობს, რომ ადვოკატის გამოტანილი ინფორმაცია მისთვის სანდო არ არის.

მე აღარც ადვოკატი მჯერა. იძახის, რომ ჩემი თალით ვნახეო. მე თავიდანვე ვიძახოდი, შევიდნენ ერთად და გამოვიდნენ ერთად, ეს იქნებოდა ჩემთვის დამაკმაყოფილებელი, იმიტომ, რომ რატომ გაიპარა ასე ქურდივით ომბუდსმენის წარმომადგენელი? რატომ არ შეიძლებოდა, რომ გაჩერებულიყო... მე ვთხოვე, რომ დაწერონ დასაბუთება, სახელმწიფო დანაშაული მოხდა და სახელმწიფო დუმს... გვყავს პრემიერ-მინისტრი, გვყავს ამხელ მთავრობა... გთხოვთ, ბატონო ბიძინა, ფორს მაჟორის დროს ხომ თქვენ ყოველთვის ჩნდებით? თქვენც ხომ გყავთ შვილები? გეხვეწებით, გამეცით პასუხი, - ამბობს ფეიქრიშვილის დედა.

შეგახსენებთ, რომ დღეს 25 ოქტომბერს, გიორგი ფეიქრიშვილის დედამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკანში მისი შვილი ვატო ყიფიანმა სცემა.

ფეიქრიშვილის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნული უარყო და გამოთქვა მზაობა, ციხეში ფეიქრიშვილთან ადვოკატი დღესვე, კვირა დღეს შეეშვა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გიორგი ფექირიშვილი საპატიმრომში ომბუდსმენის წარმომადგენელმაც მოინახულა, რომელიც აცხადებს, რომ ფექირიშვილზე ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×