რეზონანსი
22.10.2026

„ქართული ოცნების" წევრი, არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა.

„აბსოლუტურად სწორად თქვა ბატონმა ბადრი ჯაფარიძემ, რომ არ არსებობს ხუთი პარტიის ერთ პროცესში გაუქმების და მსჯელობის ასეთი მაგალითი. დიახ, ასეა, მაგრამ სამწუხაროდ, არც ის არსებობს, რომ ხუთმა პარტიამ ერთად, მჭიდროდ დაკავშირებულებმა, ფეხქვეშ გათელონ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც რამდენიმე პარტიის გაუქმების მოთხოვნით „ქართული ოცნების" სარჩელი განიხილება, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ხუთი ერთმანეთთან დაუკავშირებელი პოლიტიკური ორგანიზაციის ერთად გაუქმების მოთხოვნის პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×