რეზონანსი
22.10.2026

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დიტო ჩუბინიძის დაკავებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ იგი მტკიცებულების გარეშე, საჯაროდ აბრალებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გადაცემას თუ მიყიდვას მეზობელი სახელმწიფოსთვის საქართველოს ხელისუფლებას. 

ანჯაფარიძის განცხადებით, ამას არანაირი საერთო არ აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან, ვინაიდან, ინფორმაციული საბოტაჟი შესაძლებელია სწრაფად ტრანსფორმირდეს სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებაში, საბოლოოდ კი - ღალატში.

"ეს სუბიექტი და სავარაუდოდ ის მედია, რომლის მეშვეობითაც ის ავრცელებს სიცრუეს საქართველოს და მის ხელისუფლებას ყოველგვარი სერიოზული მტკიცებულების გარეშე, საჯაროდ აბრალებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გადაცემას თუ მიყიდვას მეზობელი სახელმწიფოსთვის.

საბოტაჟი და ღალატი მრავალგანზომილებიანი პროცესია, და განმეორებითი ინფორმაციული საბოტაჟი, ძალიან სწრაფად შეიძლება ტრანსფორმირდეს სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებასა და საბოლოოდ კი ღალატში. ამას კი არავითარი საერთო არა აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან, რომელიც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში კანონით არის როგორც დაცული, ასევე რეგულირებული," - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×