რეზონანსი
22.10.2026

ჩვენ გვაქვს გამოწვევები, მათ შორის ჩვენი ურთიერთობები ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან, რომლებსაც განვიხილავთ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენი პოლიტიკა მიმართული იქნება ეკონომიკური დინამიზმის უზრუნველყოფისა და სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისკენ. ერთი მეორისგან გამომდინარეობს; ისინი ურთიერთდაკავშირებულია. ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით კარგი შედეგები გვაქვს. ჩვენი მონაცემები იმედს გვაძლევს, რომ ეს კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება და ჩვენ ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება“, – აღნიშნა სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.

ფაშინიანი მიიჩნევს, რომ ინფლაციური ტენდენციები გლობალური პროცესების ნაწილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×