რეზონანსი
22.10.2026

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რე, და­ვით ოქი­ტაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ, ილია II-ის დაკ­რძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და აღ­ნიშ­ნავს, რომ “სა­ნამ ის და­ი­წყებ­და ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბარს პატ­რი­არ­ქის დაკ­რძალ­ვის­თვის გა­მო­ყო­ფილ თან­ხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, კი­თხვე­ბი უკვე არ­სე­ბობ­და.“

“სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ მინ­და გან­ვუ­მარ­ტო, რა იყო ჩემი კი­თხვე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი და რა­ტომ გა­დავ­წყვი­ტე ამ თე­მა­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბა­რი.

სა­ნამ მე ამ სა­კი­თხზე ხმა­მაღ­ლა და­ვი­წყებ­დი სა­უ­ბარს, პატ­რი­არ­ქის დაკ­რძალ­ვის­თვის გა­მო­ყო­ფილ თან­ხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბი უკვე არ­სე­ბობ­და. ეს კი­თხვე­ბი კულ­ტუ­რის მა­შინ­დე­ლი მი­ნის­ტრის, თიკა რუ­ხა­ძის მი­მართ იყო დას­მუ­ლი, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხე­ბი არ ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი.

დიახ, კი­თხვე­ბი იყო და პა­სუ­ხე­ბი - არა!

დღეს კი მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გა­ა­სა­ჯა­რო­ვა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მო­ყო­ფი­ლი 3 მი­ლი­ო­ნი ლა­რი­დან რე­ა­ლუ­რად 722 645 ლარი და­ი­ხარ­ჯა, ხოლო 2 277 355 ლარი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში დაბ­რუნ­და.

ძა­ლი­ან კარ­გი, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ბო­ლო­ოდ გახ­და ცნო­ბი­ლი!

მაგ­რამ მაქვს ლე­გი­ტი­მუ­რი კი­თხვა: რა­ტომ არ გა­სა­ჯა­როვ­და ეს ინ­ფორ­მა­ცია მა­ნამ­დე? რა­ტომ გახ­და სა­ჭი­რო ამ სა­კი­თხზე ჩემი ხმა­მა­ღა­ლი სა­უ­ბა­რი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას პა­სუ­ხე­ბი მი­ე­ღო?

რო­დე­საც ქუ­ჩა­ში გე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ შენი პარ­ტი­ის მი­ნის­ტრმა პატ­რი­არ­ქის დაკ­რძალ­ვის ფული მო­ი­პა­რა, სწო­რედ ეს იყო ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი!

დიახ, ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო ასე­თი მძი­მე ბრალ­დე­ბე­ბის უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვე­ბა.

და ახლა მინ­და მივ­მარ­თო იმ ადა­მი­ა­ნებ­საც, რომ­ლე­ბიც ჩემს გან­ცხა­დე­ბებს ჩა­საფ­რე­ბუ­ლი ელო­დე­ბოდ­ნენ და ცდი­ლობ­დნენ, ჩემი კი­თხვე­ბი ვინ­მეს წი­ნა­აღ­მდეგ პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლად წარ­მო­ე­ჩი­ნათ.

დიახ, სწო­რედ ასე­თი გა­უ­ცე­მე­ლი პა­სუ­ხე­ბით, გა­უმჭვირ­ვა­ლო­ბი­თა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბით ზი­ან­დე­ბო­და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და მთე­ლი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი­სა და გუნ­დის იმი­ჯი!

პარ­ტი­ის იმიჯს არ აზი­ა­ნებს ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც კი­თხვებს სვამს და გამჭვირ­ვა­ლო­ბას ითხოვს. პი­რი­ქით, რე­პუ­ტა­ცი­ულ ზი­ანს იწ­ვევს მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მძი­მე ბრალ­დე­ბე­ბი ვრცელ­დე­ბა, ხოლო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი დრო­ულ გან­მარ­ტე­ბებს არ აკე­თე­ბენ.

მე მტკი­ცე­ბით არ მით­ქვამს, რომ ვინ­მემ ფული მო­ი­პა­რა. მე ვი­თხოვ­დი პა­სუ­ხებს, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბას სცოდ­ნო­და სი­მარ­თლე და არ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო სივ­რცე და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ბრალ­დე­ბე­ბის­თვის.

დღეს პა­სუ­ხი გვაქვს, რამ­დე­ნი და­ი­ხარ­ჯა და რამ­დე­ნი დაბ­რუნ­და ბი­უ­ჯეტ­ში.

რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ნდო­ბას და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის დაკ­რძალ­ვას, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და გამჭვირ­ვა­ლო­ბა ყვე­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა.

კი­თხვე­ბის დას­მა პარ­ტი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა არ არის. უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვე­ბუ­ლი კი­თხვე­ბი კი სწო­რედ იმ ნდო­ბას აზი­ა­ნებს, რომ­ლის დაც­ვაც ყვე­ლას გვმარ­თებს,“ - წერს ოქი­ტაშ­ვი­ლი “ფე­ის­ბუქ­ზე“.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია II-ის დაკ­რძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მიერ, დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სათ­ვის გა­ფორმ­და 26 ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ამ კი სერ­ვი­სი უსას­ყიდ­ლოდ გას­წია.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით დაკ­რძალ­ვის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად მთავ­რო­ბის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს გა­მო­ე­ყო 3 000 000 ლარი, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად არ და­ი­ხარ­ჯა და დარ­ჩე­ნი­ლი თან­ხა უკან, ბი­უ­ჯეტ­ში დაბ­რუნ­და.

მა­ნამ­დე და­ვით ოქი­ტაშ­ვილ­მა კულ­ტუ­რის ყო­ფილ მი­ნისტრს თინა რუ­ხა­ძეს მი­მარ­თა და სთხო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურს, შე­ეს­წავ­ლათ პატ­რი­არ­ქის დაკ­რძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხარ­ჯე­ბის სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×