რეზონანსი
22.10.2026

2012 წლამდე არ ვიყავი გენერალური პროკურორის მოადგილე. იმ დროს ვიყავი პროცესუალური ხელმძღვანელის, რომელიც არის რიგითი პროკურორი და რომელსაც ჰყავს ხელმძღვანელი და მას კიდევ ხელმძღვანელი, მე ვიყავი იმის ხელმძღვანელი, დაახლოებით ამ სქემით. ჩემ შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს, - ასე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილი, გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოში გაჟღერებულ ფრაზებს იმასთან დაკავშირებით, რომ ის 2012 წლამდე იყო გენერალური პროკურორის მოადგილე და მას კავშირი ჰქონდა როინ შავაძის საქმესთან.

მისივე თქმით, აცილების მოთხოვნასთან დაკავშირებული არგუმენტები სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან 2012 წლამდე ის გენერალური პროკურორის მოადგილე არ ყოფილა და მისი მხრიდან ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს.

„სავარაუდოდ, ვერ მოვასწრებთ განხილვას, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია, შაბათ-კვირას არ გადავა განხილვა.

2012 წლამდე არ ვიყავი გენერალური პროკურორის მოადგილე. რაც შეეხება, როინ შავაძის საქმეს, ამასთან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდა და განაჩენიც დამდგარია. თქვენ უნდა წარმოიდგინოთ რა არის პროკურორის უფლებამოსილება. პროკურორი არის საქმის პროცესუალური ხელმძღვანელი. პროცესუალური ხელმძღვანელობა ნიშნავს იმას, რომ გარკვეული სახის პროცესუალურ მოქმედებებს სჭირდება პროკურორთან შეთანხმება, ზოგ შემთხვევაში თანხმობა გამომძიებელს, როდესაც იგი იძიებს მომხდარ ფაქტზე საქმეს. რა შეუძლია გააკეთოს პროკურორს ამ პირობებში? მაგალითად, მოხდა დანაშაული პროკურორთან შეთანხმებით იწყება დევნა და წყდება, გამოძიება იწყება თუ არა. შავაძის შემთხვევაში ოპერატიულად მოხდა გამოძიება.

იმ დროს ვიყავი პროცესუალური ხელმძღვანელი, რომელიც არის რიგითი პროკურორი, რომელსაც ჰყავს ხელმძღვანელი, მას კიდევ ხელმძღვანელი და მე მისი ხელმძღვანელი ვიყავი, ამ სქემით. ჩემ შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს. მაშინ ნებისმიერ საქმიანობასთან დაკავშირებით შეგვიძლია იგივე ვთქვათ. პარლამენტის წევრი რომ იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი და იმ კანონებს განიხილავდეს საკონსტიტუციო სასამართლო, რისი გაუქმებაც ხდება, მაშინ ესეც ავტომატური აცილების საფუძველია“, - განაცხადა ვასილ როინიშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე სასამართლო მიიჩნევს თუ არა „უპირობო ჭეშმარიტებად“ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას, მოსამართლის განმარტებით, „წინასწარ უპირობო ჭეშმარიტებად“ რამეს აღიარება გამორიცხულია“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×