რეზონანსი
21.10.2026

მხოლოდ და მხოლოდ წულუკიანის კომისიის დასკვნა აქვთ უპირობო მტკიცებულებად მიღებული, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობდა.

ბეჟაშვილის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ბრძოლა გრძელდება იმისთვის, რომ გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდეს.

“მხოლოდ და მხოლოდ წულუკიანის კომისიის დასკვნა აქვთ უპირობო მტკიცებულებად მიღებული და საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს თავის გადაწყვეტილებაში, რომ ეს წულუკიანის დასკვნა არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დოკუმენტი და ამას სამართლებრივი შინაარსი და შედეგები არ შეიძლება მოჰყვეს, ამიტომ როდესაც ასეთი ვითარებაა, ჩვენი მოლოდინები საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებით არის აბსოლუტურად არარელევანტური. ვიცით, რომ წინასწარ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იქნება, უბრალოდ, ბრძოლა გრძელდება იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლოში დაიწყოს პროცესები”, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×