რეზონანსი
20.10.2026

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თბილისში გამართული საპროტესტო აქციებისა და პარიზში მიმდინარე მოვლენების შედარებას უსაფუძვლოს უწოდებენ და უარყოფენ მმართველი გუნდის ბრალდებებს, ორმაგი სტანდარტების შესახებ.

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ საქართველოში გამართულ აქციებსა და საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს შორის მსგავსება არ არის.

"არ ვიცი, როგორ შეიძლება რაციონალური ადამიანი პარალელს ავლებდეს იმაზე, რაც ხდება პარიზში და იმაზე, რაც ხდებოდა თბილისში. არანაირი ასეთი რაღაცა ძალადობა არ ყოფილა საქართველოში მშვიდობიანი პროტესტანტების მხრიდან და არანაირი მსგავსება არ არსებობს ამ პროტესტს შორის" - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ თბილისის აქციები და პარიზში მიმდინარე მოვლენების შედარება არარელევანტურია.

"შევადაროთ ის აქციები ამ აქციებს, ფუნდამენტურად არ შეიძლება. შესაბამისად ამაზე ორმაგ სტანდარტზე საუბარიც ზედმეტია. ფუნდამენტურად მშვიდობიანი აქცია იყო, ცალკეული გამოვლინებები შეიძლება იყო ძალადობრივი, რა თქმა უნდა", - ამბობს ბერდია სიჭინავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×