რეზონანსი
20.10.2026

ოპოზიცია საკუთარ ხალხთან ვერ მიდის საშველად და ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს ეჩოქება, გვიშველეთო. ასეთი აშკარად დაფიქსირებული მონური ქცევით მანდვე მთავრდება ამათი შენიღბული, ვითომ ქართველი ხალხისადმი პატივისცემა და "ქართველობა", - წერს "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, ოპოზიცია უცხოური ინტერესების გატარებასა და ქვეყნის დაზიანებას ემსახურება, რაც საქართველოს ომში ჩათრევისა და სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობებში გამოიხატება.

სამხარაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიცია უცხოელების მითითებებით მოქმედებას არც მალავს და საზოგადოების მიუღებლობის მიუხედავად, ძალაუფლების თავს მოხვევას ისევ ხალხის საზიანოდ ცდილობს, თუმცა ამის შანსი ნულის ტოლია.

"მომსწრენი ვართ აგენტურული ლუსტრაციის მაგალითისა!

ოპოზიცია საკუთარ ხალხთან ვერ მიდის საშველად და ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს ეჩოქება, გვიშველეთო. ასეთი აშკარად დაფიქსირებული მონური ქცევით მანდვე მთავრდება ამათი შენიღბული, ვითომ ქართველი ხალხისადმი პატივისცემა და "ქართველობა".

არ ვიცი, როგორ უნდა შევაფასო ამათი მავნებლური ქცევების მთელი კასკადი! გადამთიელების ინტერესების გატარება იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს ომში ჩათრევით დაწყებული, აკაცუკური გადატრიალებების მცდელობებით დამთავრებული, უტევდნენ! სახელმწიფოს ჩამოშლას, გარყვნის დაკანონებას ემსახურებოდნენ!

არც კი მალავთ! ადასტურებთ თქვენი ამაზრზენი მონური ქცევით იმას, რომ ხალხისთვის თქვენსადმი მიუღებლობის მიუხედავად, შესაძლებელია, უცხოელების მიერ ნაბრძანები ხრიკებით კიდევ რამენაირად თავს მოახვიოთ საკუთარი თავი, ისევ ხალხის საზიანოდ გამოიყენოთ და იმ ზიზღით, რომელიც თქვენ ქართველების მიმართ გაქვთ, ისიამოვნოთ, ბოროტებით მიღწეულებმა!

შანსი 0%

სამარცხვინოები ხართ, მანქურთები", - წერს დიმიტრი სამხარაძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×