რეზონანსი
20.10.2026

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 20 ოქ­ტომ­ბრი­დან აღ­მო­სავ­ლეთ, ხოლო 21 ოქ­ტომ­ბრი­დან და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, 22 ოქ­ტომ­ბრის დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რამ­დე მო­სა­ლოდ­ნე­ლია დრო­გა­მოშ­ვე­ბით ნა­ლე­ქი, ქვეყ­ნის ჩრდი­ლო მთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში, ასე­ვე შიდა ქარ­თლის, ქვე­მო ქარ­თლის და კა­ხე­თის რე­გი­ო­ნებ­ში, ზო­გან ძლი­ე­რი ინ­ტენ­სი­ვო­ბით.

მა­თი­ვე ცნო­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია ელ­ჭე­ქი და ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა. მო­სა­ლოდ­ნელ­მა ძლი­ერ­მა ნა­ლე­ქებ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია მდი­ნა­რე­ებ­ზე - ენ­გურ­ზე, არაგვზე, ალა­ზან­ზე, იორ­სა და მათ შე­ნა­კა­დებ­ზე წყლის დო­ნე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა და წყალ­მო­ვარ­დნე­ბი, გო­რაკ-ბორ­ცვი­ან და მთი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრუ­ლი და ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, ხოლო ურ­ბა­ნულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ცალ­კე­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბის დატ­ბორ­ვა გა­მო­იწ­ვი­ოს (საფრ­თხის დონე სა­შუ­ა­ლო).

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×