რეზონანსი
20.10.2026

ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს. შემთხვევა ერთ-ერთ სოფელში მოხდა. საქმე 15 წლის გოგონას ეხება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 141-ე მუხლით დაიწყო.

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, შემთხვევის დროს არასრულწლოვანი სახლში მამასთან ერთად მარტო იმყოფებოდა, დედა კი სამსახურში იყო. მოზარდმა მომხდარის შესახებ დედას ტელეფონით შეატყობინა, რის შემდეგაც ქალმა პოლიციას მიმართა. საქმეზე დაიკითხნენ არასრულწლოვანი, მისი დედა და ბრალდებული. მოზარდს ფსიქოლოგიური დახმარებაც გაუწიეს.

ჩვენი ინფორმაციით, საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზა. პირველადი, ზედაპირული გამოკვლევა უკვე ჩატარდა, ამ ეტაპზე კი სიღრმისეული ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან.

აჭარა თაიმსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×