რეზონანსი
19.10.2026

პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე ნიკა ობოლაძის განცხადებას: "პარლამენტის ბოიკოტი თუნდაც იმიტომ იყო არასწორი, რომ რიტორიკაში მაინც არგუმენტი აქვს "ქართულ ოცნებას", რომ საუბრობს პარტიების აკრძალვაზე" ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სისტემებში იმ სუბიექტების გასამართლება, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლას არასაარჩევნო გზებით ცდილობენ, სრულიად დასაშვები და ლეგიტიმურია.

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ბოიკოტი და 4 ოქტომბრის მოვლენები სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, რამაც საბოლოოდ მათივე აკრძალვის სამართლებრივი საფუძველი შექმნა.

"დემოკრატიებში არაკონსტიტუციური აქტორების გასამართლება დასაშვებია თუ არასაარჩევნო გზით ცდილობენ ხელისუფლებაში მოსვლას. ბოიკოტის და მერე 4 ოქტომბრის მიზანი რეალურად ეგ იყო, ოპოზიციის აკრძალვის ლეგალური საფუძველი, რომელშიც ოპოზიციამ თავი გაყო საკუთარი ნებით", - წერს ზაზა დობორჯგინიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×