რეზონანსი
19.10.2026

ირინა სარიშვილი თამარ ბაგრატიონის შესახებ დაწერილი პოსტის გამო, სასამართლოში დაიბარეს,

როგორც სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მისი პროცესი 30 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

სასჯელი ითვალისწინებს პატიმრობას ან ჯარიმას, - წერს ის. 

აი, ვინმეს რო ეთქვა 63 წლის ასაკში წვრილმანი ხულიგნობისთვის დაგიჭერენო ,  ხოდა ამასაც მოვესწარი: დღეს საქალაქო სასამართლოში ჩამბარდა ოქმი, რომელშიც წერია რომ შსს-ს ინიციატივით, ა. წ. 30 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება სასამართლო პროცესი ჩემ წინააღმდეგ საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, რომელშიც შეურაცხყოფა მიმიყენებია თამარ ბაგრატიონისთვის (მ.ყ.-ს მეუღლე) და ფბ მომხმარებელ ვინმე ავრორა ბებიასთვის, რითაც გამომიწვევია საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა სიმშვიდის დარღვევა. სასჯელი ითვალისწინებს პატიმრობას ან ჯარიმას (პოსტის და კომენტარის სქრინს კომენტარში დავდებ). არც ვიცი რა ვთქვა, - წერს სარიშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×