რეზონანსი
19.10.2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის რიტორიკას, სოციალურ ქსელში აფასებს და მათ „ჩელიაბინსკის სინდრომის“ დიაგნოზს უსვამს.

ანანიძის თქმით, ოპოზიცია ცდილობს, ყველგან რუსეთის კვალი დაინახოს, იქნება ეს აშშ-ში, საქართველოში თუ საფრანგეთში განვითარებული პროცესები.

„დააკვირდით  სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის რიტორიკას:

ამერიკაში არჩევნებია -პუტინი,  ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე-პუტინი, საფრანგეთში პროცესებია -პუტინი; „ჩელიაბინსკის სინდრომი“ მოიგონეს რაც  უკვე მათი დიაგნოზია,“ - წერს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×