რეზონანსი
19.10.2026

11 წლის ვატო ნარ­სა­ვი­ძეს, რო­მელ­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რობს, გუ­შინ იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში კი­დევ ერთი რთუ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ბავ­შვს შუნ­ტი­რე­ბა დას­ჭირ­და. ექი­მე­ბი მის გა­მო­სა­ჯან­მრთე­ლებ­ლად ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ. ყვე­ლას გვჯე­რა, რომ სი­ცო­ცხლით სავ­სე პა­ტა­რა ბიჭი ამ ურ­თუ­ლე­სი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვა, შვი­ლის თვა­ლებს შემ­ყუ­რე დე­დას მალე სიყ­ვა­რუ­ლით და­უ­ძა­ხებს დე­დას, მალე ჩა­ე­ხუ­ტე­ბა ჩვე­უ­ლი ღი­მი­ლით მშობ­ლებს, რომ­ლე­ბიც დღე და ღა­მეს კლი­ნი­კა­ში ატა­რე­ბენ და ლო­ცუ­ლო­ბენ შვი­ლის კარ­გად ყოფ­ნის­თვის.

ოჯახს ისიც გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვს, რომ ვა­ტოს სრულ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბამ­დე საკ­მა­ოდ დიდი გზის გავ­ლა მო­უ­წევს და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას კარ­გად ახ­სოვს 31 აგ­ვის­ტოს თბი­ლის­ში, ბრო­წე­უ­ლის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი უმ­ძი­მე­სი ფაქ­ტი. ე.წ დევ­ნილ­თა კორ­პუ­სის მე­ა­თე სარ­თუ­ლი­დან 28 წლის და­ვით ბა­გაშ­ვი­ლის მიერ ნას­რო­ლი სკა­მი ეზო­ში მყოფ ბავ­შვს თავ­ზე და­ე­ცა. უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ვატო, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ურ­თუ­ლე­სი, 6-სა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. 21 დღე ბავ­შვი ურ­თუ­ლეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იწვა.

ვა­ტოს დე­დას, თიკო ქან­თა­რი­ას ambebi.ge კლი­ნი­კა­ში დაუ­კავ­შირ­დa და სთხო­ვა შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ესა­უბ­რა:

"ვა­ტოს და­უ­გეგ­მა­ვი ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და, გუ­შინ გა­ვუ­კე­თეთ და შუნ­ტი ჩა­უდ­გეს თავ­ში, რად­გან დაგ­როვ­და სი­თხე, რო­მე­ლიც არ გა­ი­წო­ვა ორ­გა­ნიზ­მმა. ვერ შეძ­ლო გა­წო­ვა, სი­თხე გროვ­დე­ბო­და, რას არ ეცად­ნენ ექი­მე­ბი, რომ დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბუ­ლი­ყო მდგო­მა­რე­ო­ბა, მაგ­რამ ვერ მო­ა­ხერ­ხეს, ამი­ტომ სას­წრა­ფოდ გა­უ­კეთ­და კი­დევ ერთი ოპე­რა­ცია. 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვით რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში, ახლა ჩა­მო­ვე­დით პა­ლა­ტა­ში.

შემ­დგომ­ში კი­დევ ერთი, მე­სა­მე ოპე­რა­ცია გვე­ლო­დე­ბა, თა­ვის ქალა უნდა და­ხუ­რონ. ახლა თავ­ზე დას­ჭირ­და შუნ­ტი. ამ ოპე­რა­ცი­ამ ნორ­მა­ლუ­რად ჩა­ი­ა­რა, იმ­ყო­ფე­ბა ექი­მე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ. ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მის ფარ­გლებ­შია, მაგ­რამ რო­გორც ექიმ­მა გვი­თხრა, შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი გარ­თუ­ლე­ბა მოყ­ვეს. ჯერ მე­ო­რე დღეა და წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს გვე­უბ­ნე­ბი­ან. დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ არის ბავ­შვი, იმი­ტომ რომ უცხო სხე­უ­ლია ორ­გა­ნიზ­მში შე­ტა­ნი­ლი და რო­გორ აით­ვი­სებს მისი ორ­გა­ნიზ­მი, ამას აკ­ვირ­დე­ბი­ან.

აზ­რი­ა­ნი გა­მო­ხედ­ვა აქვს, ჯერ­ჯე­რო­ბით ვატო ვერ ლა­პა­რა­კობს, ჯერ მე­ტყვე­ლე­ბა­ზე ნა­ად­რე­ვია სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ თვა­ლე­ბი აქვს გა­ხე­ლი­ლი, აშ­კა­რად თვა­ლე­ბით გვე­სა­უბ­რე­ბა, თა­ვის რე­აქ­ცი­ებს გა­მო­ხა­ტავს, სი­ხა­რულს, ემო­ცი­ას, უბ­რა­ლოდ ყვე­ლაფ­რის აღ­ქმა არ შე­უძ­ლია, არ არის ჯერ ბო­ლომ­დე კონ­ტაქ­ტუ­რი, ზონ­დის მეშ­ვე­ო­ბით იკ­ვე­ბე­ბა. ეს არის ძა­ლი­ან დიდი პროგ­რე­სი, ექი­მი ყვე­ლა­ნა­ი­რად კმა­ყო­ფი­ლია, მივ­დი­ვართ წინ, მაგ­რამ დაგ­ვჭირ­დე­ბა საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია.

ღმერ­თის წყა­ლო­ბით ვართ კარ­გი შე­დე­გის მო­ლო­დინ­ში. ნელ-ნელა, დრო გვჭირ­დე­ბა, რომ ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვი­დეს. ექიმ­მა გვი­თხრა ამ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ უფრო იქ­ნე­ბა პროგ­რე­სიო, უფრო აა­მოძ­რა­ვებს ხელს და ფეხ­სო. ვა­ტოს მარ­ჯვე­ნა ხელი და ფეხი პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი აქვს, ვერ ამოძ­რა­ვებს. ვერც გვე­კონ­ტაქ­ტე­ბა, ვერც სა­უბ­რობს. ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ, ვართ იმის მო­ლო­დინ­ში რა მდგო­მა­რე­ო­ბა ექ­ნე­ბა, რო­გორ და­ი­წყებს თუნ­დაც მე­ტყვე­ლე­ბას, თუნ­დაც მოძ­რა­ო­ბას, ყვე­ლა­ფერს აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. ექიმ­თან ერ­თად ჩვენც ვაკ­ვირ­დე­ბით ყვე­ლა­ფერს, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვე­ლო­დე­ბით.

მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვარს. ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა, ვინც ჩემი შვი­ლის­თვის თუნ­დაც ერთი სან­თე­ლი და­ან­თო, ვინც ეს ამ­ბა­ვი გულ­თან მი­ი­ტა­ნა, ვინც გა­ი­ზი­ა­რა სი­ტყვი­ე­რად, მო­რა­ლუ­რად, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად, ყვე­ლა­ნა­ი­რად, ვინც დაგ­ვიდ­გა გვერ­დში, ღმერ­თმა და­ლო­ცოს ყვე­ლა და ყვე­ლას უღ­რმე­სი მად­ლო­ბა. ენით აღუ­წე­რე­ლი მად­ლო­ბა. ამ ხალ­ხის გვერ­დში დგო­მა ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა და გვეხ­მა­რე­ბა დღემ­დე.

ეზო­ში რომ ჩა­ვე­დით სის­ხლის გუ­ბე­ში იწვა ჩემი შვი­ლი, და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი, პო­ლი­ცი­ამ ახ­ლოს არ მიგ­ვიშ­ვა მშობ­ლე­ბი, ახ­ლოს არ გაგ­ვა­კა­რა არც ერთი, ჩემი შვი­ლი ეგდო ას­ფალტზე პირ­დაღ­მა, სუნ­თქვა ჰქონ­და შეკ­რუ­ლი. ჩემი ქმა­რი ეხ­ვე­წე­ბო­და პო­ლი­ცი­ე­ლებს, რომ მი­ეშ­ვათ ბავ­შვთან, მი­მიშ­ვით, ნი­კა­პი გა­ვუს­წო­რო ჩემს შვილს, რომ ამო­ი­სუნ­თქო­სო, ამის გა­სა­კე­თებ­ლად თქვე­ნი არ იცით მთე­ლი ბრძო­ლა დას­ჭირ­და.

სას­წრა­ფოს მოს­ვლამ­დე შო­რი­დან უყუ­რებ­დნენ ბავ­შვს, დიდი ბრძო­ლის შემ­დეგ ჩემი ქმა­რი პირ­ვე­ლი მი­ვი­და ბავ­შვთან რომ პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია და რომ ამო­ე­სუნ­თქა ჩემს შვილს. გა­უს­წო­რა ნი­კა­პი ბევ­რი ბრძო­ლის და ჭი­და­ო­ბის შემ­დეგ, მა­ინც მი­აღ­წია ბავ­შვამ­დე და პირ­ვე­ლად სიღ­რმი­სე­უ­ლად ამო­ი­სუნ­თქა ბავ­შვმა. მერე უცებ სას­წრა­ფო მო­ვი­და და გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში.

იქ გა­უ­კეთ­და თა­ვის უმ­ძი­მე­სი ოპე­რა­ცია. ექვს სა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და. ბა­ტონ­მა არ­ჩილ აგ­ლა­ძემ, ნე­ი­რო­ქი­რურ­გი არის უძ­ლი­ე­რე­სი იაშ­ვილ­ში, მან ჩა­უ­ტა­რა ეს ორი ოპე­რა­ცია ჩემს შვილს. დიდი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა, მად­ლო­ბე­ლი ვარ, დღემ­დე დას­ტრი­ა­ლებს ჩემს შვილს და მისი გუნ­დის ყვე­ლა წევ­რს ასე­ვე დიდი მად­ლო­ბა. თავს ევ­ლე­ბი­ან ჩემს შვილს, არა­ნა­ი­რი ყუ­რა­დღე­ბა არ მო­უკ­ლი­ათ, პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა იქ­ნე­ბა თუ შემ­დგო­მი, ყვე­ლა­ნა­ი­რად გვერ­დში გვიდ­გას ეს სა­ა­ვად­მყო­ფო და მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რო­მელ­თა მი­მართ მად­ლი­ე­რე­ბის მეტი არა­ფე­რი მეთ­ქმის", - განუცხადა ambebi.ge-ს თიკო ქან­თა­რი­ამ.

ვატო ნარ­სა­ვი­ძის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის სა­ჭი­როა თან­ხე­ბის მო­ძი­ე­ბა,

მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ თან­ხა ჩა­რი­ცხონ ვა­ტოს დე­დის, თიკო ქან­თა­რი­ას სა­ბან­კო ან­გა­რი­შის ნომ­რებ­ზე

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი GGE55BG0000000533934768

თი­ბი­სი ბან­კი GE70თB7445045064300101პი­რა­დი ნო­მე­რი 42201042660

მიმ­ღე­ბი დედა, თიკო ქან­თა­რია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×