რეზონანსი
19.10.2026

მიგრაციის პრობლემა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მისი მართვა მოითხოვს გარკვეულ რესურსებს და საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევას, - განაცხადა „ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა „ქრონიკასთან".

დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ თეთრი სახლის ლიდერი ევროპულ ქვეყნებს საზღვრების ჩაკეტვისკენ მოუწოდებს. მიგრაციისგან გამოწვეულ პრობლემებზე ლაპარაკობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრიც.

„მიგრაციის პრობლემა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მისი მართვა მოითხოვს გარკვეულ რესურსებს და საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევას. რა თქმა უნდა, ძალადობა ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია", - აღნიშნა სეფაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×