რეზონანსი
19.10.2026

„ქართული ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელს პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში, მმართველი პარტიის წევრები არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი წარადგენენ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელის განხილვა, რომელიც პოლიტიკური პარტიების „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა", „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!", „ფედერალისტური პარტია", „გახარია საქართველოსთვის" საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხს ეხება, 21 ოქტომბრიდან დაიწყება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×