რეზონანსი
19.10.2026

მომღერალი ნინი ქარსელაძე, რომელიც ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, ნოე სულაბერიძის გადაცემას სტუმრობდა, მეგობრების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. წამყვანის კითხვაზე, გყავს თუ არა ბევრი მეგობარი, მომღერალი ამბობს, რომ არა. ნინი ქარსელაძის თქმით მეგობრისგან ღალატი მას არ დაუმსახურებია, რადგან თავადაც არასოდეს არ უღალატია მათთვის:

„არ მყავს ბევრი მეგობარი, ხათუნასი მშურს, მას დღემდე ჰყავს ის მეგობრები, რომლებთანაც ერთად ბავშვობიდან მოდიან. სამწუხაროდ ასე ვერ მოხდა ჩემს ცხოვრებაში. არ ვიცი რატომ... მეგობარი ჩემთვის არის ჩემი სულის ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში. დამეფიცება, რომ ჩემი მეგობრებისთვის შეუძლებელი შემიძლია შევძლო. ერთადერთი რაც მტკივა, არის ღალატი. ბევრჯერ მიღალატეს. გადის წლები, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე არ არის იმიტომ, რომ ძალიან განვიცდი, ძალია მტკივა, ღამეები ვტირი. ისეთი რაღაც დაუბრალებიათ, რისი ღირსიც არ ვიყავი, მეგობრებზე ვამბობ და შენ თავთან რომ რჩები, ხომ ვერავის ვერ მოატყუებ. გულწრფელად ვამბობ, რომ რა თქმა უნდა ბევრი შემშლია, როგორ შეიძლება ორი ადამიანის ურთიერთობაში, მეგობრობაში, დედასა და შვილს შორის ხდება უთანხმოებები და ეს ჩვეულებრივი რამეა, არაფერი განსაკუთრებული. ალბათ მეც ძალიან ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული, მაგრამ ღალატი არ დამიმსახურებია,

იმიტომ რომ მე არასოდეს არ მიღალატია ჩემი მეგობრებისთვის..." - ამბობს ნინი ქარსელაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×