რეზონანსი
19.10.2026

საფრანგეთში მიმდინარე მასშტაბური არეულობებისა და ანტისამთავრობო აქციების ფონზე, მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ საუბრობს დასავლეთის მხრიდან ორმაგ სტანდარტებზე.

როგორც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, როცა მსგავსი მოვლენები თბილისის ცენტრში ვითარდებოდა, საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები ევრობიუროკრატიამ ანტიდემოკრატიულად შეაფასა, თუმცა ახლა საკუთარ თავზე გამოსცადა ყველაფერი და ანტიდემოკრატიულ ქმედებას აღარავინ ახსენებს.

"აი, ეს ქარ-ცეცხლი, რომელიც საქართველოში ტრიალებდა, საბოლოო ჯამში, მიუბრუნდათ უკან. დღეს ჩვენ ვხედავთ, რა მძიმე ვითარებაშია ევროპა, ისტორიული ქალაქები, ისტორიული შენობები იწვევს. პოლიციელთა მხრიდან ძალადობას კი არავინ გმობს", - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×