რეზონანსი
17.10.2026

ყველა აქტუალური საშინაო და საგარეო საკითხი, გუნდის შიგნით მიმდინარე მოვლენები და პოლიტსაბჭოს ორი ახალი წევრი - უმრავლესობის სხდომა „ქართული ოცნების“ ოფისში დასრულებულია. მანამდე შედგა პოლიტსაბჭოს სხდომაც. ორივე შეხვედრას მმართველი პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა და უძღვებოდა.

ცნობილია, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შეემატნენ. სხდომის დასრულების შემდეგ, ირაკლი კირცხალიამ გუნდის წევრებს კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიტსაბჭოს წევრს, საპატიო თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარეს. ჩემთვის კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, ორმაგი პასუხისმგებლობაა. ორმაგი შემართებით გავაგრძელებ პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად მუშაობას. იცით, რომ გამოწვევები ბევრია ქვეყანაში და არა მხოლოდ შიდაპოლიტიკურად, საგარეო პოლიტიკის კუთხითაც და დიდ მადლობას გადავუხდი სრულიად გუნდს კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის. გავიარეთ ყველა მიმდინარე, აქტუალური საკითხი ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ“, - აცხადებს ირაკლი კირცხალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×