რეზონანსი
17.10.2026

გუნდის ყოფილი წევრები როდესაც სასჯელს იხდიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს არის გულსატკენი და ეს გულისტკივილი გამოითქვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართული სხდომების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებების მოსმენა.

„იცით, პროცესები რაც იყო, არიან ადამიანები, რომლებიც არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებების მოსმენა. ამაზე იყო საუბარი. ჩვენთვის, ყველასთვის, მათ შორის, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია, რაც მოხდა, როცა ასე ვითარდება პროცესები. გუნდის ყოფილი წევრები როდესაც სასჯელს იხდიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს არის გულსატკენი და ეს გულისტკივილი გამოითქვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც. სამწუხაროა, რაც მოხდა, ეს იყო გუნდისთვის ერთგვარი დარტყმა. ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა“, - აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოშვების ან შესაძლო შეწყალების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ კობახიძემ აღნიშნა, რომ სხდომაზე ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა.

„ძალიან ზოგადად შეეხო ბიძინა ივანიშვილი განვითარებულ პროცესებს და თავისი საკუთარი შეფასება გააკეთა ამ პროცესებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×